გიორგი გახარია

გახარია: დღეს მე ვარ მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, ეს გააზრებული გადაწყვეტილებაა

ვიცეპრემიერი გიორგი გახარია
ტაბულა

გიორგი გახარიამ კითხვაზე, ინარჩუნებს თუ არა რუსეთის მოქალაქეობას, განაცხადა, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეა და ეს "გააზრებული გადაწყვეტილებაა."

"დღეს მე ვარ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქე და ის, რომ მე დღეს ვარ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, იყო აბსოლუტურად გააზრებული გადაწყვეტილება, წერტილი", - განაცხადა შს მინისტრმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გახარიას მოქალაქეობის შესახებ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მოთხოვნით "ლიბერალმა" მიმართა, თუმცა სამინისტრომ მათ ოფიციალური პასუხი არ გასცა.

გიორგი გახარიამ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა 2000 წელს ვლადიმირ პუტინის განკარგულებით მიიღო.

გახარია მთავრობაში 2013 წლიდან მუშაობს, ის 2016 წლამდე ბიზნესომბუდსმენი იყო, შემდგომ ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა. 2017 წლის 13 ნოემბერს კი შს მინისტრი გახდა.

კომენტარები