აქცია უკრაინაში

ე.წ კარვების ქალაქი უკრაინის რადასთან [ფოტოგალერეა]

0 კომენტარი

უკრაინის რადასთან საპროტესტო აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები უკრაინის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ. დღეს მიხეილ სააკაშვილს და მის მომხრეებს იულია ტიმოშენკოს პარტიის, "ბატკივშჩინას" აქტივისტები შეუერთდნენ. 

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილის დაკავება სცადეს. ის რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციის ავტომობილში იმყოფებოდა, თუმცა, მხარდამჭერების წინააღმდეგობის გამო, სამართალდამცველებმა ავტომანქანის დაძვრა ვერ შეძლეს. მოგვიანებით, მომხრეებმა მიხეილ სააკაშვილი პოლიციის მანქანიდან გაათავისუფლეს, რის შემდეგაც, რადასთან გადაინაცვლეს. სწორედ იქ მართავს აქციებს პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით მიხეილ სააკაშვილი. პარალელურად, მასზე ძებნაა გამოცხადებული. მიხეილ სააკაშვილის მონაცემები უკრაინის შსს-ს ძებნილთა ბაზაში გუშინ განთავსდა.

უკრაინის შსს-ს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, სააკაშვილზე ძებნა 5 დეკემბერს გამოცხადდა. ძებნის მიზეზად სამართალდამცავებისგან დამალვა სახელდება. აღნიშნულ გვერდზე შინაგან საქმეთა სამინისტრო საკონტაქტო ნომერსაც ავრცელებს, რომელზეც იმ მოქალაქეებმა უნდა დარეკონ, ვისაც მიხეილ სააკაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ აქვთ ინფორმაცია. 

სააკაშვილზე ძებნა უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით გამოცხადდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მასტერი

კომენტარები