კრიმინალი

სასამართლომ სიძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ShutterStock

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სიძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ა.ა-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

მთავარი პროკურატურის ცნობით, დადასტურდა, რომ 2017 წლის 13 მარტს, ჭიათურის რაიონში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ა. ა-მ თავის საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკებისას, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით სიძეს ს.ნ-ს სანადირო თოფიდან გასროლით კისრისა და სახის არეში მიაყენა ჭრილობები. მიღებული დაზიანებების შედეგად ს.ნ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცავებმა ა.ა. დანაშაულის ჩადენის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 108-ე მუხლით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები