ჩეჩნეთი

რამზან კადიროვის ქალიშვილმა ჩეჩნეთში ეროტიკული აქსესუარების მაღაზია გახსნა

STANISLAV KRASILNIKOV/TASS

რამზან კადიროვის 18 წლის ქალიშვილმა აიშატ კადიროვმა ჩეჩნეთში ქალის ეროტიკული თეთრეულის და ინტიმური აქსესუარების მაღაზია გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსულენოვანი გამოცემა ავრცელებს.

მაღაზია "Lady A" ნოემბრის ბოლოს გროზნოში გაიხსნა. იმის გამო, რომ სექსის თემა ჩეჩნეთში ტაბუირებულია, მაღაზიის რეკლამირება მხოლოდ ვიწრო წრეებში ხდება. გახსნაზე დასწრებაც მხოლოდ სპეციალურად მიწვეულ სტუმრებს შეეძლოთ.

დახურულია, ასევე, მაღაზიის ოფიციალური გვერდებიც სოციალურ ქსელებში. "Lady A" - ის ინსტაგრამ გვერდზე, რომელზეც მხოლოდ აიშატ კადიროვას ნებართვის მერე თუ შეძლებთ შესვლას, წერია, რომ მაღაზია იმ ქალებისთვის არის განკუთვნილი, ვისაც "თავბრუდამხვევი დიდებულება" სწყურია. 

"იყავი უფრო თამამი... მხოლოდ ჩვენ შორის." - ნათქვამია გვერდის აღწერაში.

18 წლის აიშატ კადიროვას უკვე აქვს საკუთარი მოდის სახლი Firdaws, სადაც მუსლიმი ქალებისთვის ქმნის ტანსაცმელს. მას ეკუთვნის ამავე სახელწოდების საკონდიტროც გროზნოში. 

 

კომენტარები