შეტაკება ისრაელის სამართალდამცველებსა და პალესტინელებს შორის

ისრაელის არმიასა და პალესტინელებს შორის შეტაკებების შედეგად 16 პალესტინელი დაიჭრა

cnn.com

დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორში ისრაელის სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. BBC-ის ინფორმაციით, ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით სულ მცირე 16 პალესტინელი დაიჭრა.

6 დეკემბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა, რასაც ისრაელში აშშ-ის საელჩოს თელ ავივიდან იერუსალიმში გადატანა მოჰყვება. მას შემდეგ, რაც ტრამპმა ოფიციალურად ცნო იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ღაზას სექტორში პალესტინელებმა საპროტესტო აქციები მოაწყვეს და ტრამპის სურათები დაწვეს.

კომენტარები