ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში

ქუთაისში ზებრა გადასასვლელზე მანქანა ქვეითს დაეჯახა

ქუთაისში, ზებრა გადასასვლელეზე მანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. ქვეითი ქალი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

კომენტარები