ისრაელი-პალესტინა

ჰამასი პალესტინელებს ამბოხებისაკენ მოუწოდებს, დაჭრილია 31 ადამიანი

cnn.com

ისლამისტურმა დაჯგუფება ჰამასმა პალესტინელებს სამშვიდობო მოლაპარაკებების მიტოვების და ისრაელის წინააღმდეგ ახალი ამბოხების წამოწყებისაკენ მოუწოდა. მათი განცხადება დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურ გამოცხადებას და აშშ-ის საელჩოს თელ ავივიდან იერუსალიმში გადატანის გადაწყვეტილებას მოჰყვა.

პალესტინის პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასის პარტიის, ფათაჰის წევრები პალესტინელებს მშვიდობიანი პროტესტისაკენ მოუწოდებენ.

თავად მაჰმუდ აბასი იორდანიის დედაქალაქ ამანში მეფე აბდულასთან შესახვედრად გაემგზავრა.

ისრაელის არმიის განცხადებით ისინი დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე სამხედროებს განათავსებენ, რათა მზად იყვნენ მოვლენების შემდგომი შესაძლო განვითარებებისათვის.

ღაზას სექტორში პალესტინელთა საპროტესტო აქციებზე ამ დროისათვის 31 ადამიანია დაჭრილი. გავრცელებული ინფორმაციით 11 მათგანს ტყვია აქვს მოხვედრილი, ხოლო ოცს რეზინის ტყვია. ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია.

მომიტინგეთა ნაწილმა ჯარისკაცებს ქვები დაუშინა. ისმოდა შეძახილები "სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი უგუნურ ტრამპს!"

კომენტარები