თბილისის მერია

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსი "თბილსერვის ჯგუფმა" დაასუფთავა

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახური

დღეს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსში, სადაც ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა საგამოძიებო უწყებებმა მუშაობა დაასრულეს.

ტერიტორია "თბილსერვის ჯგუფმა" დაასუფთავა.

კორპუსის ტერიტორია თბილისის მერმა, კახა კალაძემაც მოინახულა. მისი თქმით კორპუსს თბილისის მერიის ლაბორატორია შეამოწმებს და თუ დადგინდა, რომ კორპუსი ავარიულია, შესაბამის სამუშაოებს განახორციელებს.

თბილისის მერის განცხადებით კორპუსის შემოწმება ხვალიდან დაიწყება, ხოლო სარეაბილიტაციო სამუშაოები შემოწმების შემდეგ განხორციელდება.

კომენტარები