ხანძარი კალიფორნიაში

კალიფორნიაში ხანძარი ბელ აირის პრესტიჟულ უბანს და მუზეუმს ემუქრება

0 კომენტარი
ფოტო: EPA

კალიფორნიაში, ლოს ანჯელესთან გაჩენილმა ხანძარმა ბელ აირის ტერიტორიას მიაღწია, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და ძვირადღირებულ უბნად ითვლება და რამდენიმე სახლი გაანადგურა.

მეხანძრეებს ძვირადღირებული სახლებიდან ხელოვნების ნიმუშები გამოაქვთ. ბელ აირში სახლებს ფლობენ ისეთი ცნობილი პიროვნებები, როგორებიც არიან ბიონსე და ილონ მასკი.

საფრთხე ემუქრება გეტის მუზეუმსაც, თუმცა მათ ხელოვნების ნიმუშები არ გადაიტანეს, ვინაიდან მათი განცხადებით ჰაერის ფილტრაციის სისტემა მათი კოლექციის კვამლისაგან დაცვას შეძლებს. მუზეუმში ისეთი ცნობილი ხელოვანების ნამუშევრებია, როგორებიც არიან ლეონარდო და ვინჩი, ვინსენტ ვან გოგი, უილიამ ტერნერი და ა.შ.

კალიფორნიის სახანძრო სამსახურის განცხადებით ცეცხლმა უკვე 150 შენობა გაანადგურა, 12,000 შენობა საფრთხის ქვეშაა და ხანძრის მხოლოდ 5%-ია ლოკალიზებული. ცეცხლის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი უწყობს. ზოგიერთ რეგიონში ევაკუაციაა გამოცხადებული.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები