საბერძნეთი-თურქეთი

ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთს ეწვია

EPA

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთში იმყოფება. ეს ბოლო 65 წლის მანძილზე თურქეთის ლიდერის საბერძნეთში ოფიციალური ვიზიტით ჩასვლის პირველი შემთხვევაა.

საბერძნეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას ერდოღანმა განაცხადა, რომ 1923 წლის შეთანხმება, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ თურქეთის საზღვრებს შეეხება სამართლიანად არ სრულდება.

ერდოღანის თქმით საბერძნეთის მხრიდან მუსლიმების არასათანადო მოპყრობა აჩვენებს, რომ ათენი შეთანხმებას ვერ ასრულებს.

საბერძნეთის პრემიერმინისტრმა, ალექსის ციპრასმა განაცხადა, რომ ორივე ქვეყანა თანახმაა დაიწყოს ურთიერთობების გაუმჯობესებაზე მუშაობა და რომ მნიშვნელოვანია თავიანთ განსხვავებულ პერსპექტივებზე მშვიდად ისაუბრონ.

კომენტარები