კონტრაბანდა

სარფის საბაჟოზე 2,5 კგ კონტრაბანდული ოქრო ამოიღეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე საბაჟო კონტროლისგან მალულად საქართველოს ტერიტორიაზე 2,5 კგ ოქროს გადმოტანის მცდელობის გამო, აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა.

უწყების ცნობით, ოქროს ნაკეთობების საბაჟო ღირებულება 165 500 ლარს შეადგენს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე.

კომენტარები