სუს

სუს-ი: შოთა შალელაშვილი დაკითხვაზე არ დაგვიბარებია, არც გამოძიება მიმდინარეობს

Shota Shalelashvili/Fb.com

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ ქართული ოცნების დეპუტატის შოთა შალელაშვილი უწყებაში დაკითხვაზე არ დაუბარებიათ და არც გამოძიება მიმდინარეობს. 

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ შალელაშვილის უწყებაში ვიზიტი იერუსალიმთან დაკავშირებით მის განცხადებას უკავშირდება, რომლის გამოც ის პრემიერმა გააკრიტიკა კიდეც. 

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების შემდეგ, დეპუტატმა შალელაშვილმა პრემიერმინისტრს ღია წერილით მიმართა და მოუწოდა, საქართველოც შეერთებოდა იერუსალიმის აღიარებას. 

"მოგმართავთ ინიციატივით, რაც შეიძლება მოკლე დროში, საქართველოს მთავრობამ ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად საქართველოს აღნიშნულ პროცესში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით იმსჯელოს. დღეს საქართველოს აქვს ისტორიული შანსი აშშ-ის შემდეგ გახდეს პირველი სახელმწიფო, რომელიც მხარს დაუჭერს ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას, რაც დაადასტურებს ჩვენს მტკიცე ერთგულებას როგორც სტრატეგიული პარტნიორის გადაწყვეტილების, ასევე ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მიმართ. ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც მყისიერად მოუტანს დივიდენდებს ჩვენ ქვეყანას," - ნათქვამია შალელაშვილის ღია წერილში.

კომენტარები