ავტოსაგზაო შემთხვევა

ავეჯის მაღაზია "ბელისაში" ავტომობილი შევარდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

რუსთავი 2

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ავეჯის მაღაზია "ბელისაში" ავტომობილი შევარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, არც თავად მძღოლი დაშავებულა და არც სხვა ქვეითი. 

შსს-ის ცნობით, ადგილზე ამ დროისთვის სამართალდამცავები მუშაობენ და სულ ცოტა ხანში გახდება ცნობილი, თუ რა მუხლით დაიწყება გამოძიება.

კომენტარები