ტურიზმი

ოქტომბერში ქართველმა ვიზიტორებმა უცხოეთში რეკორდული თანხა - 134 მილიონი დახარჯეს

რომი, ტრევის შადრევანი
flickr.com

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წლის ოქტომბერში საქართველოში გაცემული საგადახდო ბარათებით უცხოეთის ტერიტორიაზე 134 მილიონი ლარის ოპერაციები შესრულდა. ეს მაჩვენებელი რეკორდულად მაღალია და ის 2016 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 30%-ით აღემატება. 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში ქართული ბარათებით უხოეთში ჯამში 1.09 მილიარდი ლარი ($404 მილიონი დღევანდელი კურსით) დაიხარჯა, რაც 2016 წლის მაჩვენებელს 28%-ით აღემატება.

უცხოეთში დახარჯული თანხის მატება შესაძლოა ვიზალიბერალიზაციას უკავშირდებოდეს, ევროკავშირის წინასწარი მონაცემებით, შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმით 90 000-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა.

უცხოელი ტურისტები საქართველოში VS ქართველი ვიზიტორები უცხოეთში

სებ-ის მონაცემებით, 2017 წლის 9 თვეში საქართველოში მყოფმა უცხოეთის მოქალაქეებმა $2.16 მილიარდი დოლარი დახარჯეს.

ამ პერიოდში საქართველოში 2.78 მილიონი ტურისტი იმყოფებოდა, შესაბამისად, საშუალო ტურისტის მიერ ქვეყანაში დახარჯული თანხა $777.4 დოლარია. 

 

კომენტარები