Game of thrones

GAME OF THRONES-ის შემდეგი სეზონი 2019 წელს გამოვა

HBO.com

Game of Thrones-ში სანსა სტარკის როლის შემსრულებელმა, სოფი ტერნერმა დაადასტურა, რომ სერიალის მერვე სეზონი 2019 წელს გამოვა.

"მე ძალიან აღელვებული ვარ, Game of Thrones 2019 წელს გამოვა" - უთხრა სოფი ტერნერმა ჟურნალ Variety-ს.

გამოსვლის თარიღთან დაკავშირებით ისაუბრა HBO-ს პრეზიდენტმა კესი ბლოისმაც.

"მათ დასაწერი აქვთ სერიების სცენარები და ასევე უნდა გასაზღვრონ თარიღები. მეშვიდე სეზონში ნაჩვენები ბრძოლებიდან შემიძლია დავასკვნა, რომ მერვე სეზონი გენიალური შოუ იქნება. ჩვენ ძალიან კარგი შოუები შეგვიქმნია, მაგრამ Game of Thrones განსაკუთრებულია."-თქვა ბლოისმა.

კომენტარები