ღირსების ორდენი

გიორგი მარგველაშვილმა რაიმონდ პაულსი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა ლატვიელი კომპოზიტორი და პიანისტი რაიმონდ პაულსი  ღირსების ორდენით დააჯილდოვა. პრეზიდენტის სახელით რაიმონდ პაულსს ჯილდო საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ ლატვიაში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გადასცა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ დაჯილდოების ცერემონიაზე თქვა, რაიმონდ პაულსს დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართველი და ლატვიელი ხალხების მეგობრობის საქმეში. იგი დღესაც ეხმარება ქართველ მოზარდებს განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები.

კომენტარები