ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი

ოფიციალური ერაყი ე.წ ისლამურ სახელმწიფოსთან ომს დასრულებულად აცხადებს

0 კომენტარი
ერაყელი მებრძოლები 2017 წლის ნოემბერში ქალაქ რავას გათავისუფლების შემდეგ ფოტო: AFP

ოფიციალური ერაყი აცხადებს, რომ ე.წ ისლამურ სახელმწიფოსთან ომი დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. 

ერაყის პრემიერმინისტრმა ჰაიდარ ალ-აბადმა ბაღდადში ჩატარებული პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ ერაყის ჯარს სრული კონტროლი აქვს დამყარებული ერაყი-სირიის საზღვარზე. 

საზღვარზე უკანასკნელი სადავო ქალაქი რავა იყო, რომელიც ამ წლის ნოემბერში ISIS-ის კონტროლისგან გათავისუფლდა. ერაყის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას წინ უძღოდა ოფიციალური მოსკოვის განცხადება 2 დღის წინ, რომლის მიხედვითაც, რუსულმა ჯარმა სირიაში საკუთარი ვალდებულება სრულად შეასრულა. 

ჯიჰადისტურმა დაჯგუფებამ 2014 წელს სირიისა და ერაყის მიწების დიდი ნაწილი მიიტაცეს, მას ხალიფათი დაარქვეს და, დაახლოებით, 10 მილიონ ადამიანზე გაავრცელეს კონტროლი, თუმცა ბოლო 2 წლის მანძილზე ე.წ ისლამური სახელმწიფო მუდმივად აგებდა ბრძოლებს. ხალიფათმა ბოლო ორი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქებიდან მოსული ივლისში დაკარგა, ხოლო რაქა, რომელიც ISIS-ის დე ფაქტო დედაქალაქად იყო გამოცხადებული, გასულ თვეში. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები