უკანონო იარაღი

შსს: შიდა ქართლში მაკაროვის სისტემის უკანონო იარაღი ამოვიღეთ

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1990 წელს დაბადებული ა.ნ. დააკავეს.

"სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 6 ვაზნა ამოიღეს", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

კომენტარები