სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა

შსს: სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 4 პირი დავაკავეთ

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულია 4 ადამიანი, რომლებიც საქართველოდან თურქეთში უკანონოდ გადასვლას გეგმავდნენ.

"საქართველოს 2 და უზბეკეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ", - აცხადებენ უწყებაში.

შსს-ს ცნობითვე, გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).

კომენტარები