აფეთქება ბათუმში

ბათუმში, სავარაუდოდ, აფეთქება მოხდა. არიან დაშავებულები

ირაკლი ძნელაძე

ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ, აფეთქება მოხდა. დაშავებულია 5 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვია.

"5 პაციენტი გადაყვანილია კლინიკებში. ორი ბავშვია, სამი ქალი. ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებათ. რაც შეეხება ქალებს, ორის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ერთი შედარებით მძიმედაა, გადაყვანილია ჰოსპიტალში" - ამბობს ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის ხელძღვანელი მინდია კახიძე ტაბულასთან.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 3-სართულიან კორპუსში, სავარაუდოდ გაზი აფეთქდა, რის შედეგადაც ჩამოიშალა კედლები. ადგილზე მუშაობს 9 სახანძრო ბრიგადა და 45-მდე მეხანძრე.

ბათუმის მერიის პრესსამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ შემთხვევის შედეგად 9 ოჯახი დაზარალდა, რომლებსაც დროებით თავშესაფარში გადაიყვანენ.

შემთხვევა ახვლედიანის, ყოფილი ჯინჭარაძის ქუჩაზე, 3-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.

კომენტარები