ნარკოპოლიტიკა

"ხმაური გამარჯვებისთვის" - თბილისში ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ

"ხმაური გამარჯვებისთვის" - თბილისში, ვარდების მოედანზე მოქალაქეები არსებულ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ. აქციაზე შეკრებილები ითხოვენ პარლამენტმა უცვლელად მიიღოს კანონპროექტი, რომელიც დეკრიმინალიზაციას ეხება.

"ნულოვანი ტოლერანტობის პრაქტიკები ადამიანებს მსხვერპლად იწირავს! კანონპროექტი პარლამენტშია! დროა, ბრძოლა ლოგიკური შედეგით დასრულდეს; დროა, ხალხის მოთხოვნა საბოლოოდ დაკანონდეს, რადგან სისტემა ვალშია ჩვენთან დაუმსახურებელი ჩაგვრისთვის! ჩვენ არ დავუშვებთ ფასადურ ცვლილებებს, აღარ დავუშვებთ, გვდევნიდნენ და გვართმევდნენ მომავალს, გვძარცვავდნენ და ჩვენივე თანხებს ჩვენსავე წინააღმდეგ იყენებდნენ, გვაიძულებდნენ დასმენას და გვართმევდნენ ნდობასა და ურთიერთობებს.

აღარ დავუშვებთ, რომ პოლიციური ტერორით გვიკლავდნენ თანამოქალაქეებს.

სახელმწიფო ვალშია ჩვენთან! და კანონპროექტის უცვლელად მიღება არა ხელისუფალის კეთილი ნება, არამედ ვალდებულებაა.

გავიდეთ გარეთ! დროა, პატიმრები ახალ წელს ოჯახში შეხვდენენ. დროა, უმიზეზოდ აღარავის იჭერდნენ. დროა, მივიღოთ ცვლილება და კუთვნილი თავისუფლება", - აცხადებს თეთრი ხმაურის მოძრაობა, რომელიც აქციის ორგანიზატორია.

ხმაურის დროა, გამარჯვებისთვის!

კომენტარები