თბილისის მერია

საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, ჭავჭავაძესა და პეკინზე მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერია
თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, 11 დეკემბერს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო, ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ 12 დეკემბერს, ამავე საათებში, ავტოტრანსპორტით გადაადგილება ნაწილობრივ იქნება შეზღუდული როგორც ჭავჭავაძის გამზირზე, ასევე პეკინის ქუჩაზე.

"სამუშაოებს შპს "თბილსერვის ჯგუფი" ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები