ე.წ ისლამური სახელმწიფო

ერაყის პრემიერმინისტრი: ქვეყნის ტერიტორია ISIS-სგან სრულად გათავისუფლებულია

Twitter: Haider Al-Abadi

ერაყის ტერიტორია ე.წ ისლამური სახელმწიფოსგან გათავისუფლებულია -  ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ჰაიდერ ალ აბადიმ გააკეთა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ერაყი-სირიის საზღვარზე კონტროლი სრულიად აღდგენილია. 

"ჩვენმა გმირი შეიარაღებული ძალები ახლა ერაყი-სირიის საზღვრის მთელ პერიმეტრს იცავენ. ჩვენ დავამარცხეთ დაეში ჩვენი ერთიანობით და ერისთვის გაღებული მსხვერპლით. გაუმარჯოს ერაყს და მის ხალხს", - დაწერა ტვიტერზე ალ აბადიმ

ერაყელი ხალხისადმი სატელევიზიო მიმართვისას კი თქვა: 

"ძვირფასო ერაყელებო, თქვენი მიწა სრულიად გათავისფლებულია, თქვენი ქალაქები და სოფლები სამშობლოს დაუბრუნდა. თავისუფლების ოცნება რეალობად იქცა. ISIS-ის ოცნება კი დასასრულს მიუახლოვდა. ჩვენ ახლა მათი ყველანაირი კვალი უნდა გავანადგუროთ და ტერორიზმს კვლავ დაბრუნების საშუალება არ მივცეთ".

თუმცა, ვარაუდობენ, რომ ისლამური სახელმწიფოს გადარჩენილი მებრძოლები ერაყში პარტიზანულ ბრძოლას გააგრძელებენ. 

ISIS-მა, იმავე ტერორისტულმა ორგანიზაციამ "ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფო" ერაყისა და სირიის ტერიტორიების დიდი ნაწილი 2014 წელს დაიკავა და ხალიფატი გამოაცხადა. დაჯგუფება 34 ათას კვადრატულ მილზე მეტი ფართობის ტერიტორიას აკონტროლებდა ხმელთაშუა ზღვის ნაპირებიდან ბაღდადამდე. 

ერაყის ჯარებმა ISIS ქვეყნიდან ბოლო თვეების მანძილზე ეტაპობრივად განდევნეს. მათ გაათავისუფლეს რავა, დაეშის ბოლო დასაყრდენი ერაყში. 

ისლამურ სახელმწფოსთან ბრძოლა 3 წელზე მეტია, გრძელდება. ჩართულია მასთან მებრძოლი სახელმწიფოთა კოალიციის 25 ათასზე მეტი საჰაერო ხომალდი.

კომენტარები