11 დეკემბერს, დიდუბეს და საბურთალოს ელექტეროენერგია შეზღუდვით მიეწოდება

newcastle.gov.za

დღეს, 11 დეკემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. თელასი მიზეზად ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდას ასახელებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის, ხოშარაულის, გვეტაძის, გაფრინდაულის, ყიფიანის, აგლაძის და ბაგრატიონის ქუჩების მაცხოვრებლებს.

14 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, აგლაძის და ხოშარაულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, პეტრე იბერის და მეფე მირიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები