კრიმინალი

რუსთავში პოლიციელზე თავდასხმისთვის ერთი პირი დააკავეს

metro.us

რუსთავში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

ინტერპრესნიუსის ცნობით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციის თანამშრომელი ორი დღის წინ დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, პოლიციელს თავის არეში დაზიანება ბლაგვი საგნით მიაყენეს. ის საავადმყოფოში იმყოფება.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულიხმობს.

კომენტარები