ისრაელი-თურქეთი

ერდოღანი: იერუსალიმს ბავშვთა მკვლელი და ოკუპანტი ქვეყნის ამარა არ მივატოვებთ

Reuters

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ცენტრალურ თურქეთში, ქალაქ სივასში გამოსვლისას დონალდ ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების გადაწყვეტილება გააკრიტიკა და ბათილი უწოდა.

"ჩვენ არ მივატოვებთ [იერუსალიმს] ბავშვთა მკვლელების ქვეყნის ამარად. ჩვენ არ მივატოვებთ მას ოკუპანტი ქვეყნის ამარად." თქვა მან გამოსვლაში.

"ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ბრძოლას კანონის და დემოკრატიის ფარგლებში. სტამბოლში ჩვენ გავაერთიანებთ ისლამურ ქვეყნებს, ლიდერებს და ქვეყნების მეთაურებს. ჩვენი სამოქმედო გეგმა აჩვენებს, რომ მათი გეგმების განხორციელება მარტივი არ იქნება."

თურქეთის პრეზიდენტის საპასუხოდ ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა:

"მიჩვეული არ ვარ მორალზე ლექციები მივიღო იმ ლიდერებისაგან, ვინც ქურთულ სოფლებს ბომბავს თავის მშობლიურ თურქეთში, ვინც აპატიმრებს ჟურნალისტებს, ვინც ეხმარება ირანს გვერდი აუაროს საერთაშორისო სანქციებს და ვინც ეხმარება ტერორისტებს, მათ შორის ღაზას სექტორში, დახოცონ უდანაშაულო ხალხი. ის არ არის კაცი, ვინც ჩვენ დაგვარიგებს."

პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვერის შემდეგ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ იერუსლიმი ყოველთვის იყო მისი ხალხის დედაქალაქი და რაც უფრო მალე შეეგუება პალესტინა რეალობას მით უფრო მალე მიაღწევენ მშვიდობას.

შაბათს ისრაელმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით გასროლილი რაკეტების საპასუხოდ რამდენიმე რაკეტა გაისროლა, რომელთა მიზანს, მათი თქმით ჰამასის პოზიციები წარმოადგნდა. გავრცელებული ცნობით დაიღუპა 2 ადამიანი.

პარასკევს, დასავლეთ სანაპიროზე, ღაზას სექტორში და იერუსალიმში პალესტინელების მიერ ტრამპის გადაწყვეტილების საპასუხოდ გამართულ საპროტესტო აქციებზე 300-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

კომენტარები