ტროტილი, ხელყუმბარა, პისტოლეტი, ვაზნები - კახეთში პოლიციას საბრძოლო მასალა ჩააბარეს

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში მოქალაქეებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს, შედეგად კი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ.

"კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს დუისის განყოფილებაში, ასევე, თელავის, ყვარლისა და გურჯაანის რაიონულ განყოფილებებში ახმეტის, თელავის, ყვარლისა და გურჯაანის რაიონებში მცხოვრებმა მოქალაქეებმა: 1984 წელს დაბადებულმა რ.ქ.-მ, 1962 წელს დაბადებულმა მ.ზ.-მ, 1975 წელს დაბადებულმა ზ.ც.-მ და 1991 წელს დაბადებულმა დ.ბ.-მ სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარმოადგინეს და ჩააბარეს.

სულ ჩაბარებულია: გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. "აბრეზი", "პგ"-ს ტიპის ხელყუმბარა, 600 გრამი ფეთქებადი ნივთიერება ტროტილი, 120 გრამი ფეთქებადი ნივთიერება "ამონალი მაგნიუმ 365", 2 პისტოლეტი და სხვადასხვა კალიბრის 299 საბრძოლო ვაზნა. ექსპერტიზის დასკვნით, ჩაბარებული იარაღი და საბრძოლო მასალა სასროლად ვარგისია.

აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის "ლ" ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან", - აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები