პაატა ბურჭულაძე

ბურჭულაძე "იავნანას" მიერ თანხის მითვისების შესაძლო ფაქტზე პროკურატურაში დაიბარეს

pia.ge

პაატა ბურჭულაძე მთავარ პროკურატურაში არის დაბარებული. ინფრომაცია ამის შესახებ, ტაბულას მთავარ პროკურატურაში დაუდასტურეს. პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბურჭულაძე გამოსაკითხად ფონდ "იავნანას" მიერ დიდი ოდენობით თანხის მითვისება-გაფლანგვის ფაქტზეა დაბარებული. 

"საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, 2017 წლის 13 დეკემბერს, მოწმის სახით გამოსაკითხად გამოძახებულია ააიპ „უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდი იავნანა“-ს დამფუძნებელი - პაატა ბურჭულაძე. საქმე ეხება ფონდის დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტს. უწყება პირის მოწმის სახით გამოძახების შესახებ, პაატა ბურჭულაძის ოჯახის წევრს ჩაბარდა დღეს 11 დეკემბერს." - ამბობს პროკურატურის პრესასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნათია სუხიაშვილი. 

კომენტარები