საუდის არაბეთი

საუდის არაბეთში 2018 წლიდან კინოთეატრები გაიხსნება

AFP

35 წლის შემდეგ პირველად საუდის არაბეთი საჯარო კინოთეატრებს დაუშვებს. პირველი კინოთეატრი სავარაუდოდ მომდევნო წლის მარტში გაიხსნება. 2030 წლამდე ქვეყანაში 300 კინოთეატრის გახსნა იგეგმება.

ქვეყანაში კინოთეატრები 1980-იანი წლების დასაწყისში ისლამისტების მოთხოვნით აიკრძალა.

საუდის არაბეთის კულტურის მინისტრის აზრით ეს ინიციატივა ეკონომიკური ზრდისთვის სასარგებლო იქნება და კულტურის სექტორს განავითარებს.

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრის, პრინც მუჰამედ ბინ სალმანის მიერ წამოწყებული რეფორმების ფარგლებში ქვეყანაში ბევრი აკრძალვა შერბილდა. მათ შორის ქალებს მიეცემათ უფლება მართონ მანქანა და სპორტულ თამაშებს სტადიონებზე ოჯახებთან ერთად დაესწრონ.

კომენტარები