მიხეილ სააკაშვილის დაკავება

უკრაინის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დარბაზიდან გაათავისუფლა

კადრი პირდაპირი ეთერიდან

უკრაინის პეჩორის სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დარბაზიდან გაათავისუფლა. უკრაინის გენერალური პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად შინაპატიმრობას ითხოვდა. სასამართლოს მოტივირებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, ბრალდების მხარეს ხუთი დღის მანძილზე შეეძლება მისი გასაჩივრება.

მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე დღის წინ დააპატიმრეს. ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს ბრალი დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან თანამშრომლობასა და მათი საქმიანობის დაფარვაში ედება.

კომენტარები