საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო სამსახური: ამოღებულია კანონდარღვევით მოქმედი 9 სათამაშო აპარატი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ხუთი ფაქტი გამოავლინეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის სხვადასხვა უბანში, ხალხმრავალ ადგილებში - მეტროპოლიტენის სადგურებისა და ბაზრობების მიმდებარე ტერიტორიებზე, დიდი ოდენობით შემოსავლის უკანონოდ მიღების მიზნით, პირთა ჯგუფს "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნებართვის გარეშე, აზარტული თამაშებისათვის განკუთვნილი აპარატები ჰქონდათ განთავსებული. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია კანონდარღვევით მოქმედი ცხრა ერთეული სათამაშო აპარატი", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები