Stranger Things

მილი ბობი ბრაუნი: თინეიჯერები უნდა გავერთიანდეთ, რათა ვიყოთ ყველაზე საოცარი თაობა

Mashable

Stranger Things-ის თინეიჯერი ვარსკვლავის, მილი ბობი ბრაუნის ინსტაგრამის მიმდევრების რიცხვმა 10 მილიონს გადააჭარბა. მსახიობმა ფანებს მადლობა გადაუხადა და ხაზი იმასაც გაუსვა, რომ აუცილებელია, თინეიჯერებმა ერთმანეთს მხარი დაუჭირონ, დაეხმარონ და "იყვნენ ყველაზე საოცარი თაობა". ვიდეო, რომელიც მილი ბობი ბრაუნმა გამოაქვეყნა, საშობაო ფილმის, Love Actually-ით იყო შთაგონებული. 

"გამარჯობა, მე მილი ვარ. უკვე 10 მილიონი მიმდევარი მყავს. დიდი მადლობა ჩემი და შოუს მხარდაჭერისთვის. მიყვარხართ. თქვენი ფან არტ ნამუშევრები და ანგარიშები შესანიშნავია. მაგრამ კიდევ ერთ რამ მინდა აღვნიშნო: ვინაიდან თინეიჯერი მყავს და თინეიჯერი ფანები მყავს, ჩემთვის ერთმანეთის მხარდაჭერა ყველაზე მთავარია. ჩვენ გაერთიანება გვჭირდება, რათა ვიყოთ ყველაზე საოცარი თაობა". 

grateful 💘

A post shared by Millie Bobby Brown (@milliebobbybrown) on

კომენტარები