ტერორისტული თავდასხმა ნიუ-იორკში

ნიუ-იორკის ავტობუსის ტერმინალზე თავდამსხმელი 27 წლის ბანგლადეშელი მამაკაცია

nydailynews

გუშინ ნიუ-იორკში ავტობუსის ტერმინალზე მომხდარი თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. თავდამსხმელი დაკავებულია. ის 27 წლის ბანგლადეშელი აკაიედ ულაა რომელიც აშშ-ში 2011 წლიდან ცხოვრობს. გავრცელებული ცნობით მან ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს შეჰფიცა ერთგულება და თავდასხმა ღაზას სექტორში ისრაელის ქმედებების საპასუხოდ მოაწყო.

ის ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. ხელნაკეთი ბომბი მხოლოდ ნახევრად ამოქმედდა და შედეგად თავად თავდამსხმელი დაშავდა სერიოზულად.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონლდ ტრამპის განცხადებით თავდასხმა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ იმიგრაციის პოლიტიკა გასამკაცრებელია.

კომენტარები