ისრაელი

ნეთანიაჰუ: მჯერა, რომ ევროპული ქვეყნებიც გადაიტანენ საელჩოებს იერუსალიმში

CNN

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრისას ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ სჯერა, რომ ევროპული ქვეყნებიც მიჰყვებიან ტრამპის გზას და იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად აღიარებენ. მისი თქმით ტრამპის გადაწყვეტილება "რეალობის აღიარებაზე" არის დაფუძნებული.

ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ფედერიკა მოგერინისთან აშშ-ის გადაწყვეტილებაზე საუბრისას, რომელსაც მოგერინიმ სახიფათო სვლა უწოდა, რომელიც აშშ-ის როგორც გულწრფელი შუამავლის როლს აკნინებს, ნეთანიაჰუმ განაცხადა:

"იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია 70 წლის მანძილზე. ჩემი აზრით, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა გააკეთა არის ის, რომ ფაქტები მაგიდაზე დაალაგა. მშვიდობა ემყარება რეალობას. მშვიდობა ემყარება რეალობის აღიარებას."

"მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას მე მჯერა, რომ ეს მოხდება მომავალში. მე მჯერა, რომ ევროპული ქვეყნების უმრავლესობა გადაიტანს საელჩოებს იერუსალიმში, აღიარებს იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად და ითანამშრომლებს ჩვენთან უსაფრთხოების, წინსვლის და მშვიდობისათვის." თქვა ნეთანიაჰუმ.

კომენტარები