ეკონომიკური ზრდა

როგორია 15 პოსტსაბჭოთა ქვეყნის სიმდიდრე საბჭოთა კავშირის დამხობიდან 26 წლის შემდეგ

0 კომენტარი
ფოტო: AP Photo

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2017 წლის მდგომარეობით ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა ლიტვაა, რომლის მშპ ერთ მოსახლეზე $31,935 დოლარია. საქართველო ლიტვასთან შედარებით სამჯერ ღარიბია და მისი მშპ ერთ მოსახლეზე $10,644 დოლარს შეადგენს. საქართველო სიმდიდრით მხოლოდ 6 პოსტსაბჭოთა ქვეყანას ასწრებს, ესენია: უკრაინა, სომხეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, ტაჯიკეთი და უზბეკეთი.  ყველაზე ღარიბი პოსტსაბჭოთა ქვეყანა ტაჯიკეთია, რომლის მშპ ერთ მოსახლეზეც $3,131-ია. სხვაობა ლიტვასა და ტაჯიკეთს შორის $28,800 დოლარს აღემატება.

იმ ეკონომიკური ზრდით, რაც 2013-2016 წლებში საქართველოს ჰქონდა, ანუ საშუალოდ 3.4%-ით, საქართველო დღევანდელი ლიტვის სიმდიდრეს მხოლოდ 32 წლის შემდეგ დაეწევა.

IMF ქვეყნების ეკონომიკების შეფასებისას იყენებს მსიდველუნარიანობის გათანაბრების სპეციალურ მეთოდს ანუ PPP-ს (purchase power parity). გათანაბრების შემდეგ საქონლისა და მომსახურების ფასები ყველა ქვეყანაში უნიფიცირებული ხდება, რაც ამ ქვეყნების მონეტარული პოტენციალის უკეთ შეფასების საშუალებას იძლევა. სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოსთვის ასე დათვლილი მშპ ერთ სულზე 2017 წელს დაახლოებით $10,644 დოლარია, ამ გათანაბრების გარეშე კი ეს მაჩვენებელი $4,123 დოლარია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები