NASA

ტრამპი ამერიკელი ასტრონავტების მთვარეზე დაბრუნებას და მარსზე გაგზავნას აპირებს

MARK WILSON / Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნასას მოქმედ ადმინისტრატორს "ინოვაციური კოსმოსური კვლევის პროგრამის და ამერიკელი ასტრონავტების მთვარეზე ხელახლა გაგზავნის" ხელმძღვანელობის ავტორიზაცია მიანიჭა.

ტრამპმა თეთრ სახლში ყოფილ ასტრონავტებთან შეხვედრისას თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება არის მთვარეზე ხანგრძლივი კვლევისათვის დაფუძნებისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი, რაც მომავალში მარსზე და სხვა პლანეტებზე მისიების გაგზავნის საფუძველი გახდება.

"დირექტივა, რომელსაც დღეს ხელს ვაწერ ამერიკის კოსმოსური პროგრამის ფოკუსის კვლევებზე და აღმოჩენებზე დაბრუნებას ემსახურება. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი 1972 წლის შემდეგ ამერიკელი ასტრონავრების მთვარეზე ხანგძლივი კვლევებისათვის დასაბრუნებლად. ამჯერად მხოლოდ დროშის აღმართვას და ნაკვალევის დატოვებას არ ვგეგმავთ." თქვა მან.

2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპმა ფლორიდაში ნასას კენედის კოსმოსურ ცენტრთან გამართა გამოსვლა და თქვა, რომ მისი პრეზიდენტობის პირობებში ნასას ის შეზღუდვები მოეხსნება, რამაც სააგენტო "დედამიწის ორბიტაზე აქტივობების ლოჯისტიკურ ცენტრად" აქცია.

კომენტარები