ბულინგი

ბიჭს, რომელსაც სკოლაში ჩაგრავენ, მხარდაჭერა ვარსკვლავებმა გამოუცხადეს

0 კომენტარი

ნოქსვილის სკოლის მოსწავლე კიტონ ჯონსი თანატოლების მხრიდან ჩაგვრის მსხვერპლი გახდა. ვიდეო, სადაც ის მის მიმართ ბულინგის შესახებ ყვება, ინტერნეტ სივრცეში მისმა დედამ განათავსა. კიტონი ყვება, რომ სხვები მას ცხვირის გამო დასცინიან, ეძახიან მახინჯს და ეუბნებიან, რომ მეგობრები არ ყავს. 

რამდენიმე საათში ვიდეო მილიონობით ადამიანმა ნახა, მათ შორის მსახიობებმა, მომღერლებმა და სპორტსმენებმა, რომლებმაც კიტონი გაამხნევეს და მხარდაჭერა გამოუცხადეს. 

კრის ევანსი: "გამაგრდი, კიტონ. არ მისცე მათ უფლება, გაგაბოროტონ. გპირდები, ყველფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. სანამ ის უღირსი ადამიანები სკოლაში გადაწყვეტენ, როგორი ადამიანები უნდათ რომ იყვნენ, ხომ არ გსურთ შენ და დედაშენი "შურისმაძიებლების" პრემიერაზე მოხვიდეთ ლოს ანჯელესში მომავალ წელს?"

სნუპ დოგი: "მითხარი, პატარა ბიჭო, გინდა ჩემი მეგობარი იყო? და ჩვენ დავამტკიცებთ, რომ სიძულვილის დამარცხების ერთადერთი გზა სიყვარულია". 

მარკ რუფალო: "ეს ახალგაზრდა კაცი ჩემი გმირიც არის. ბავშვებმა იციან, სინამდვილეში რა არის სწორი. მე და დონ ჩედლს გვსურს ეს ჯენტლმენი Infinity War-პრემიერაზე მოვიწვიოთ". 

მილი ბობი ბრაუნი: "კიტონ, ის, რასაც ამბობ, ძალიან ზუსტია. რატომ აკეთებენ ადამიანები ამას? ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარი ხარ, კიტონ. მინდა, რომ შენი მეგობარი ვიყო. შენ საოცარი ხარ". 

ჯასტინ ბიბერი: "შენ მეგობარი გყავს ჩემი სახით, პატარა ძმაო, მომწერე პირადად და ვისაუბროთ, მიყვარხარ, მეგობარო". 

You got a friend in me Lil bro! Hit me on dm and we can chat!!! Love you buddy!!

A post shared by Justin Bieber (@justinbieber) on

ლებრონ ჯეიმსი: "მჩაგვრელები პირდაპირი გაგებით იდიოტი, ბანალური, ლაჩარი სულელები არიან. თავი ამაყად გეჭიროს, კიტონ. შენ საუკეთესო ხარ".

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები