ყვარელსა და ქობულეთს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

"სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოების გამო, ყვარლის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ ქობულეთს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება.

  • ყვარლის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 14 დეკემბრის დილის 10:00 საათიდან შუადღის 15:00 საათამდე შეუწყდებათ. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.
  • ქალაქ ქობულეთის მაცხოვრებლებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 16 დეკემბრის დილის 10:00 საათიდან 17 დეკემბრის დილის 10:00 საათამდე შეუწყდებათ. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" მომხმარებელს ბოდიშს უხდის დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

რამდენიმე ქალაქსა და მუნიციპალიტეტში გაზის მიწოდება დღეს და მომდევნო დღეებშიც შეზღუდული იქნება. ამის შესახებ კომპანიამ განცხადება გუშინ, 12 დეკემბერს გაავრცელა. 13-დან 15 დეკემბრამდე პერიოდში ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით აბაშას, თერჯოლას, ოზურგეთსა და ყაზბეგს დროებით შეუწყდებათ. "სოკარ ჯორჯია გაზი" ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებაც, დროის რომელ მონაკვეთებში რომელ ქუჩებსა თუ სოფლებს შეეზღუდება გაზმომარაგება.

კომენტარები