ტრანსპორტი

კალაძე: საზოგადოებრივი ტრანსპორტი კრიტიკას ვერ უძლებს, ვამატებთ N54 და N64 ავტობუსებს

0 კომენტარი
ფოტო: Facebook: Kakha Kaladze

თბილისს ორი ახალი მარშრუტი - ავტობუსები N54 და N64 შეემატება, შესაბამისი განკარგულება მერიამ დღეს მიიღო. ახალი N54 მარშრუტი დიდი დიღმიდან უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისკენ იმოძრავებს, N64 კი ხილიანის დასახლებიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებს. კახა კალაძის თქმით, მომდევნო წლებში "ყვითელი ავტობუსები" სრულად განახლდება.

„მესმის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით სერიოზული პრობლემაა. მხედველობაში მაქვს არსებული ყვითელი ავტობუსების პარკი, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. შესაბამისად, დაგეგმილი გვაქვს ახალი, ევროპული ტიპის ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსების შემოყვანა და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, გვინდა, ყვითელი ავტობუსების პარკი სრულად ჩავანაცვლოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მონაცემებით, დღეში დედაქალაქის მეტროპოლიტენს 410,900 მგზავრი გადაჰყავს, ავტობუსების მგზავრთა რაოდენობა კი 343,286-ს შეადგენს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მაჭავარიანი: ხორბლის ტრანსპორტირების აკრძალვას ერთი წლით გადავავადებთ

კომენტარები