აეროსივრცული ტურიზმი რუსეთში

2019 წლიდან რუსეთი ტურისტების კოსმოსში გაშვებას გეგმავს

0 კომენტარი
ფოტო: popmech.ru

რუსული "როსკოსმოსი" 2019 წლიდან ტურისტების კოსმოსში გაგზავნას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია კორპორაციის დირექტორმა იგორ კომაროვმა რუსულ მედიაში გაავრცელა.

"ვფიქრობ, რომ უახლოეს 2 წელში შევძლებთ კოსმოსში პირველი ტურისტი გავგზავნოთ. ეს ხომ მარტივი პროცედურა არ არის და ერთი ან ორი კვირა მომზადებისთვის საკმარისი, რა თქმა უნდა, არ იქნება." - განაცხადა კომაროვმა.

ტურისტს კოსმოსში გაფრენა დაახლოებით 2 მილიარდი რუბლი ($35 მლნ) დაუჯდება. "როსკოსმოსში" აცხადებენ რომ ფასის ფარგლებში ტურისტს ღია სივრცეში გასვლის საშუალებასაც მისცემენ. 

კორპორაციის წარმომადგენლების თქმით, ტურისტული კოსმოსური ხომალდის შექმნაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები