ნარკოდანაშაული

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის, მარნეულში 1 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, მარნეულში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1977 წელს დაბადებული ფ.გ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 2 შეკვრად დაფასოებული 11,607 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს, რაც, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 6,07 გრამ ჰეროინს შეიცავს.

"ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ფ.გ. დაკავებისას ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს" - აცხადებს შსს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც რვიდან ოც წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები