თბილისის მერია

კალაძე ნაძვის ხეზე: მგონი, არავინ იქნება წინააღმდეგი, თბილისი გახდეს სიცოცხლით სავსე

www.facebook.com/kety.gujaraidze

თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, ყველას ექნება სურვილი, დედაქალაქი "უახლოეს მომავალში იყოს სიცოცხლით სავსე". კალაძე პარტიული სლოგანით ნაძვის ხის განათებას გამოეხმაურა.

"ჩვენ უნდა ვეცადოთ, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, ჩვენი ქალაქი გახდეს სიცოცხლით სავსე. მგონი, ამის წინააღმდეგი არავინ იქნება, არც თუნდაც ყველაზე მარგინალური პოლიტიკური ჯგუფი, როგორიც არის "ნაციონალური მოძრაობა“. მე მგონია, რომ მათაც ექნებათ სურვილი, ჩვენი ქალაქი უახლოეს მომავალში იყოს სიცოცხლით სავსე" - თქვა კალაძემ ინტერპრესნიუსის ცნობით.

კახა კალაძის წინასაარჩევნო სლოგანი - სიცოცხლით სავსე ქალაქი - თავისუფლების მოედნის საახალწლო ნაძვის ხის დეკორაციის ნაწილად გამოიყენეს.

კომენტარები