ავტოავარია

გურჯაანში ორ მცირეწლოვანს ავტომანქანა დაეჯახა

გურჯაანში ავარიის შედეგად ორი მოზარდი დაშავდა. ინტერპრესნიუსის ცნობით, "ოპელის“ მარკის ავტომანქანა ბავშვებს იმ დროს დაეჯახა, როცა ისინი გზის გადაკვეთას ცდილობდნენ. დაშავებულები გურჯაანის საავდმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, ორივე მოზარდმა გონება დაკარგა. მათ სტანდარტული კვლევა უტარდებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები