14 დეკემბერს, თბილისის ოთხი რაიონის მოსახლეობა ელექტოენერგიას შეზღუდვით მიიღებს

Reuters

ხვალ, 14 დეკემბერს, თბილისის ოთხ რაიონს ელექტოენერგია შეზღუდვით მიეწოდება. თელასი მიზეზად ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდას ასახელებს.

სამგორის რაიონი

12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, კახეთის ჩიხის, რევაზ მამისაშვილის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I მიკრორაიონის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე მირიანის და ვეფხისტყაოსნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ფერმწერთა დასახლების, ნუცუბიძის IV დაV მიკრორაიონების, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I კვარტლის, ავთო ვარაზის და ნინო ზაალიშვილის ქუჩების  მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წალკის, დეკაბრისტების, ბოლნისის, ვეზიროვის, გრიშაშვილის, ლორთქიფანიძის ნადიკვარის, საბანაძის, ბექა ოპიზარის, თელეთის, ქუმსიაშვილის, იაკობ ცურტაველის და ბერძნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

15 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის და იმედაძის ქუჩის  მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები