კრიმინალი

სტამბოლში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

სტამბოლში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. თურქეთში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, ბუიუქ-ჩექმეჯეს რაიონში მდებარე კერძო სახლში ორი ქალის ცხედარი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით, საქართველოს და თურქეთის მოქალაქეები ბლაგვი საგნის ჩარტყმით არიან მოკლულები. 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. საქართველოს გენერალური საკონსულო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის შედეგებს ელოდება.

კომენტარები