მიანმარი

ექიმები საზღვრებს გარეშე: მიანმარში ძალადობამ 9,000 როჰინჯა იმსხვერპლა

Reuters

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის, ექიმები საზღვრებს გარეშე, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტებით და ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებული მოსახლეობის სამედიცინო დახმარებას უზრუნველყოფს, ანგარიშის მიხედვით მიანმარის რაკჰაინის პროვინციაში აგვისტოს შემდეგ განვითარებული ძალადობის შედეგად 9,000 როჰინჯა მუსლიმი დაიხოცა. ეს რიცხვი აღემატება მიანმარის ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ ოფიციალურ რიცხვს, რომელიც მხოლოდ 400-ს შეადგენს და მთავრობის მტკიცებით მათ შორის ძირითადად ტერორისტები იყვნენ.

ორგანიზაციის მონაცემებით ბანგლადეშს თავი 647,000-მა როჰინჯა მუსლიმმა შეაფარა.

მათმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ 25 აგვისტოდან 24 სექტემბრის ჩათვლით მიანმარში 9,000 როჰინჯა მუსლიმი დაიხოცა; მათგან 6,700 გარდაცვალება ძალადობის შედეგად არის გამოწვეული. მათ შორის არის 730-მდე ბავშვი, რომელთა ასაკი 5 წელს არ აღემატებოდა.

ანგარიშის მიხედვით გარდაცვალებათა 69% ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებულმა ჭრილობებმა გამოიწვია, 9% საკუთარ სახლში დაწვეს, ხოლო 5% ცემით მიიყვანეს სიკვდილამდე. ბავშვთა გარდაცვალებების 2% ნაღმებზე აფეთქებამ გამოიწვია, რომელიც მიანმარისა და ბანგლადეშის სასაზღვრო ტერიტორიაზე იყო ჩაფლული.

ორგანიზაცის წარმომადგენლების თქმით დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ ბევრად დიდია, რადგან მათ მხოლოდ ის პირები გმაოკითხეს, ვინც ბანგლადეშში თავის შეფარება შეძლო.

მიანმარში განვითარებული ძალადობის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები