მიხეილ სააკაშვილი

ენმ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს

irishtimes.com

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ხელმოწერებს დღეს ორ ადგილას - ავლაბრის მეტროსთან და ბუკიას ბაღთან აგროვებენ. პარტიის წევრების თქმით, ხვალიდან პროცესი მთელ თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებს მოიცავს. ხელმოწერები ნაციონალური მოძრაობის ვებგვერდზეც გროვდება. 

„ნაციონალური მოძრაობა" იწყებს ხელმოწერების შეგროვებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლის მთავარი მოთხოვნაც არის შეწყდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა. იმ პროცესებს, რომელსაც ახლა ჩვენ თვალს ვადევნებთ, არანაირი კავშირი არ აქვს სასამართლოსთან. ამ პროცესების მთავარი მიზანი არის ბიძინა ივანიშვილის და მისი ხელისუფლების პირადი ანგარიშსწორება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ", - თქვა ზაალ უდუმაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმე გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულებისთვის სასჯელების განახევრების ეპიზოდთან დაკავშირებით განიხილება. სასამართლოს სხდომა გუშინაც გაიმართა, სადაც დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. ნაციონალურმა მოძრაობამ აქ აქცია გამართა და საქართველოს ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეები გააპროტესტა. 

კომენტარები