აშშ-რუსეთი

პუტინი: ტრამპის კამპანიის რუსეთთან კავშირის შესახებ ბრალდებები აშშ-ს აზარალებს

Reuters

ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა კიდევ ერთხელ უარყო რუსეთის ჩარევა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში და თქვა, რომ მისი კოლეგის, დონალდ ტრამპის ოპონენტები მსგავსი ბრალდებებით და რუსეთთან კავშირების შეთხზვით აშშ-ს აზარალებენ.

პუტინის თქმით საპრეზიდენტო არჩევნების წელს რუს ოფიციალურ პირებს და ტრამპის გუნდს შორის კონტაქტი ნორმალური იყო. მისი თქმით ოპოზიციის ბრალდებები შეურაცხყოფს იმ ადამიანებს, ვინც ტრამპს მისცა ხმა.

"ეს ყველაფერი მოგონილია ტრამპის ოპონენტების მიერ, რათა მის ქმედებებს ლეგიტიმურობა დააკარგვინონ." თქვა პუტინმა და დასძინა, რომ ტრამპის წვლილი არის ზოგიერთ საკმაოდ სერიოზულ მიღწევაში, თუმცა ის არ არის ისეთ პოზიციაში, რომ გააუმჯობესოს რუსეთთან ურთიერთობები.

პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ადრე თუ გვიან მოხდება, რადგან მისი აზრით ამგვარად ბევრი საკითხის უფრო ეფექტურად მოგვარება მოხერხდება.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში სპეციალური გამოძიება მიმდინარეობს იმის სადადგენად, ჰქონდა თუ არა ტრამპის წინასაარჩევნო გუნდს საიდუმლო გარიგება რუსეთან არჩევნების შედეგებზე გავლენის მოსახდენად.

კომენტარები