Disney

დისნეი $51 მილიარდად 21st Century Fox-ის გასართობ ნაწილს ყიდულობს

thewaltdisneycompany.com

დისნეი 21st Century Fox-ის გასართობ ნაწილს, მათ შორის კინოკომპანიასაც $51 მილიარდად ყიდულობს. ინფორმაცია ვოლტ დისნეის კორპორაციამ გაავრცელა.

Fox-ის დარჩენილი აქტივები, Fox News და Sports გაერთიანდებიან და ახალ კომპანიას ჩამოაყალიბებენ. გადაწყვეტილება 21st Century Fox-ის მფლობელმა 86 წლის რუპერტ მერდოკმა მიიღო.

"ჩვენ მადლიერი ვართ, რომ ბატონმა მერდოკმა მოგვანდო იმ კომპანის აქტივები, რომელსაც მთელი ცხოვრება შეალია." - განაცხადა დისნეის წარმომადგენელმა.

რუპერტ მერდოკმა 21st Century Fox 1979 წელს დააარსა. ამჟამად ის აშშ-ში რეიტინგის მიხედვით მესამე ადგილს იკავებს.

კომენტარები