უბედური შემთხვევა

ბათუმში, მეოთხე სართულიდან 50 წლამდე ქალი გადმოვარდა და გარდაიცვალა

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან 50 წლამდე ქალი გადმოვარდა და გარდაიცვალა.

ინტერპრესნიუსი თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ქალი ფანჯარას წმენდდა, რა დროსაც მოხდა უბედური შემთხვევა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები